ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სერჟანტ ელორ აზარიას, რომელიც გუშინ პალესტინელი თავდამსხმელის მკვლელობის გამო სამხედრო პოლიციამ დამნაშავედ სცნო, შეწყალებას მხარს უჭერს.
"ისრაელის ყველა მოქალაქეს ვთხოვ პასუხისმგებლობით მოიქცნენ ისრაელის არმიის, მისი ოფიცერებისა და ჯარისკაცების მიმართ. ჩვენი არმია ჩვენი არსებობის საფუძველია. ისრაელის თავდაცვითი ძალების ჯარისკაცები ჩვენი შვილები არიან და ასეთებად დარჩებიან მიუხედავად უთანხმოებისა. მე მხარს ვუჭერ ელორ აზარიას შეწყალების მოთხოვნას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელელი ჯარისკაცი, რომელმაც დაჭრილი პალესტინელი თავდამსხმელი მას შემდეგ მოკლა, რაც მას დანა წართმეული ჰქონდა, და რომლის მიერ ჩადენილი აღნიშნული ქმედება ვიდეოთია გადაღებული, არაწინასწარგანზრახული მკვლელობისთვის სამხედრო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
BBC-ის ინფორმაციით, 20 წლის სერჟანტმა ელორ აზარიამ 21 წლის აბდულ ფატაჰ ალ-შარიფი, ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის თავში მოხვედრით იმ დროს მოკლა, როდესაც ის გაუნძრევლად იწვა გზაზე.
ინციდენტი, დასავლეთ სანაპიროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჰებრონში გასულ მარტს მოხდა, როცა სხვა ჯარისკაცი თავდასხმისას დანით დაჭრეს.
სერჟანტ აზარიას თქმით, იგი ფიქრობდა, რომ შარიფს შესაძლოა ასაფეთქებელი ქამარი ჰკეთებოდა, მაგრამ პროკურორების განცხადებით, მისი მოტივი შურისძიება იყო.
მოსამართლეებმა სერჟანტის ერთ-ერთ გამამტყუნებელ სამხილად სხვა ჯარისკაცის დაკითხვის დროს მიცემული ჩვენება მოიყვანეს. ამ ჯარისკაცის თქმით, აზარიამ ინციდენტის დროს მას უთხრა: "მათ დაჭრეს ჩემი მეგობარი და ცდილობდნენ მის მოკვლას - იგი იმსახურებს სიკვდილს".
აზარიამ სასამართლოს განუცხადა, რომ იგი ამდაგვარ საუბარს ვერ იხსენებდა.
დიდი განსჯის საგნად ქცეული სასამართლო პროცესი ისრაელში აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევად იქცა. საზოგადოების ერთი ნაწილი და ცნობილი პოლიტიკოსების ერთი ჯგუფიც სერჟანტ აზარიას უჭერდა მხარს, მაგრამ ისრაელის სამხედრო უწყების მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ სერჟანტის ქმედებები ისრაელის თავდაცვის ძალების ღირებულებებს არ ასახავდა. თელ-ავივში, სადაც სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა, ასეულობით ულტრა-მემარჯვენე იყო ქუჩაში გამოსული პროტესტის გამოსახატავად და სერჟანტის მხარდასაჭერად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.