„გირჩი" კამპანიას - „დააშრე ჭაობი" იწყებს
05-01-2017, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გირჩი" იწყებს კამპანიას - „დააშრე ჭაობი“ - პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, „გირჩი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ რომელიმე სტრუქტურას აარჩევს და მიმართავს ხელისუფლებას თხოვნით - აარჩიოს ამ სტრუქტურის ერთი, ნებისმიერი თანამშრომელი, რომლის სამუშაო პროცესსაც პოლიტიკური პარტია ჟურნალისტებთან ერთად დააკვირდება.

 


"ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია, ლარი კვლავ არასტაბილურია. 2017 წელს ხელისუფლებას უნდა გაეტარებინა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმები, რათა კარდინალურად შეეცვალა ეკონომიკური გარემო და გაეჩინა გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის განცდა.

 


ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო, იყო ბიუროკრატიისა და ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. გირჩი ორი წლის განმავლობაში საუბრობდა ამის შესახებ. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ჩვენ ხელთ არსებული საკომუნიკაციო არხი, რათა დაგვერწმუნებინა, ერთი მხრივ, ხელისუფლება, მეორე მხრივ კი, საზოგადოება, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარების სხვა რეცეპტი უბრალოდ არ არსებობს.

 


თუმცა, ნაცვლად ხარჯების შემცირებისა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ფასები გაეზარდა საწვავზე, თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ავტომანქანებზე და სხვ. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ გვითხრა შემდეგი - არსებული ბიუროკრატია იმდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ ის არათუ უნდა შევამციროთ, არამედ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა მის შესანახად (ან მის მიერ განსაკარგად) უფრო მეტი ფული უნდა გადავიხადოთ გაზრდილი გადასახადების/ფასების სახით.

 


„გირჩს“ ამის არ სჯერა. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „დააშრე ჭაობი!“. ჩვენ, ჟურნალისტებთან ერთად, პერიოდულად ავარჩევთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ რომელიმე სტრუქტურას და მივმართავთ ხელისუფლებას შემდეგი თხოვნით:

 


აარჩიოს ამ სტრუქტურის ერთი, ნებისმიერი თანამშრომელი.

 


დაგვრთოს ნება, ვნახოთ და გადავიღოთ ამ თანამშრომლის ერთი სამუშაო დღე.

 


ამ კამპანიის მიზანი არ არის შოუს მოწყობა ან რომელიმე კონკრეტული საჯარო მოხელის დისკრედიტაცია. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ მოქალაქეებს რაში იხდიან ისინი გადასახადებს, რატომ უწევთ მათ გაზრდილი ფასის გადახდა რიგ პროდუქტებში და საბოლოო ჯამში, რატომ არის გაჩერებული ქვეყნის ეკონომიკა", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი