მაია რჩეულიშვილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. აღნიშნულის გამო, ადვოკატები დღევანდელი პროცესის გადადებას ითხოვენ.
ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ მაია რჩეულიშვილის საავადმყოფოდან გამოყვანა მიზანშეწონილი არაა, რადგან მიმდინარეობს მისი ოპერაციისთვის მომზადება.
მისი თქმით, მას აქვს აგრეთვე რჩეულიშვილის ახალი შუამდგომლობა, სადაც ის ითხოვს, რომ მის გარეშე სასამართლო პროცესები არ ჩატარდეს.
ცუცქირიძე აცხადებს, რომ პროკურორებმა თავად ნახეს მაია რჩეულიშვილი და ის, რომ შესაძლებელია თუ არა საავადმყოფოში პროცესის ჩატარება.
"მე ვფიქრობ, პროკურორები აღარ დააყენებენ პროცესის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას", - აცხადებს ადვოკატი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.