სასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
05-01-2017, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

,,თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პარლამენტის ყოფილი წევრის ნოდარ მოდებაძის განზრახ მკვლელობაში ავთანდილ ზაალიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნოდარ მოდებაძეს და ავთანდილ ზაალიშვილს თელავის რაიონის სოფელ აკურას მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ ხმელიანის ადგილებში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ნოდარ მოდებაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ავთანდილ ზაალიშვილს. აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ავთანდილ ზაალიშვილმა დატოვა შემთხვევის ადგილი და შურისძიების მოტივით ნოდარ მოდებაძის მკვლელობა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავთანდილ ზაალიშვილი იმავე დღეს, ე.წ ხმელიანის ადგილებში სანადირო თოფით შეიარაღებული დაბრუნდა, ნოდარ მოდებაძეს მუცლის არეში ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნოდარ მოდებაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 


სამართალდამცველებმა ავთანდილ ზაალიშვილი 9 აგვისტოს სოფელ აკურაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

 


თელავის რაიონულმა სასამართლომ ავთანდილ ზაალიშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი