საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ ცნო. მართალი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, - განუცხადა ჟურნალისტებს ექსპერტმა, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ. მისივე თქმით, ემოციური ფონიდან გამომდინარე, დღეს დამატებითი კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
კითხვაზე - აპირებს თუ არა ჩაჩუა იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებმაც ბრალი წაუყენეს, სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას, როგორც ექსპერტმა განაცხადა, ასეთ რამეს არ გეგმავს. "ყველა უშვებს შეცდომას, ყველა ადამიანია. არანაირ ჩივილს არ ვაპირებ", - განაცხადა ჩაჩუამ.
მისი ადვოკატის, ზურაბ ტაბიძის თქმით, მოსამართლეს სხვა განაჩენის გამოტანის უფლება არ ჰქონდა.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა. ამას ვეუბნებოდი ლევან ჩაჩუასაც, რომელთან მიმართებაშიც სამართალი აღდგა", - განაცხადა ტაბიძემ.
ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი გულგრილობაში ედებოდა ბრალი და პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.