„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი
05-01-2017, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. კენჭისყრა 12:00 საათზეა დანიშნული.

 


კონკურსის მეორე ტურში ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობენ.

 


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად არჩეული იქნება ის კანდიდატი, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა მინიმუმ ხუთ ხმას მიიღებს. თუ 5 ხმის დაგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, მაშინ დაინიშნება მეორე ტური.

 

 

დირექტორობის კანდიდატებთან მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეხვედრები გამართეს. მათ გუშინ თინათინ ბერძენიშვილს, ნათია კუპრაშვილსა და ზაალ ანჯაფარიძეს, ხოლო დღეს ნინო ზაუტაშვილსა და ვასილ მაღლაფერიძეს მოუსმინეს.

 


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა.

 

 

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამი დღის გასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი