„ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი: შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება
05-01-2017, 05:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციაში შემავალი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის საპრალამენტო არჩევნების მაჟორიტატორობის კანდიდატები განცხადებას ავრცელებენ.

 

 

„2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო კამპანია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაციის პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ, რამაც სერიოზულად დააზიანა მთლიანად ”ნაციონალური მოძრაობა”. ამავდროულად, ნაცვლად თავისუფალი კონკურენციის პირობებში შიდა პოლიტიკური დებატების მკაფიო, გამჭვირვალე წესებზე დაფუძნებული პროცესისა, პარტიის ლიდერების ნაწილის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტიის წესდებისა და პოლიტიკური საბჭოს მიერ დადგენილი წესის გვერდის ავლით ცილისმწამებლური კამპანიის პირობებში ჩატარდეს ყრილობა და წარიმართოს მისი მოსამზადებელი პროცესი.

 


„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს მიერ 30 ნოემბერს მიღებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე პარტიული ყრილობისა და დელეგატების შერჩევის წესის” თანახმად, ყრილობის დელეგატების რაოდენობა 7 000-ით განისაზღვრა. ამავე წესის 3.3 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატობის კანდიდატებს ურთიერთშეთახმების საფუძველზე შეარჩევს პარტიის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარე და საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება შეთანხმება პარტიის რაიონულ/საქალაქო თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ამავე წესის 3.5 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატების დასადგენად მოწვეული უნდა იქნას რაიონული კონფერენციები. დღეისთვის არ არის განსაზღვრული როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათანხმებლად პარტიული კონფერენციების მოწვევა, ყრილობის დელეგატების შერჩევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა.

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ რაიონში დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით. ამასთან, არ მოხდა ყრილობის ჩატარების საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობის და ფუნქციონირების წესის განსაზღვრა პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული წესის 5.2 მუხლის მიხედვით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეთავაზებულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო სხდომა ვერ ჩატარდა ქვორუმის არ არსებობის მიზეზით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის ჩატარების თარიღამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, თუმცა, არ ჩანს ქმედითი ნაბიჯები და აღარ რჩება დრო ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევებით შექმნილი „საორგანიზაციო კომისიისა” და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება”, - ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჯიბუხია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, დათო ჟღენტი, ტარიელ ლონდარიძე, დავით ნაფეტვარიძე, ბესიკ კვიციანი, ლაშა დამენია, ვახტანგ დარცმელიძე, გიორგი თევდორაძე და სხვები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი