სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 21 ოქტომბერს, ქ.თბილისში, დაისის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს დიანა მოსიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ზურაბ მარქარიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ მარქარიანი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა ზურაბ მარქარიანის დაუსწრებლად მოხდა, ვინაიდან იგი არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესზე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.