საპარლამენტო უმცირესობის წევრი ელენე ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით თანაპარტიელის, ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.
ხოშტარიას თქმით, „ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, დღეს, სამწუხაროდ, ჩაერთო იგივე კამპანიაში", რაც მისივე თქმით, „გულისხმობს თავდასხმას თავის თანამებრძოლებზე, რომელსაც ეძახის ახირებულ ჯგუფს".
„ეს არის ის, რამაც მიიყვანა პარტია ამ მდგომარეობამდე და რამაც დაასუსტა „ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენ არ ვაპირებთ შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ბრძოლა, რასაც ვერ მოგვწყვეტს ვერც ასეთი ბინძური კამპანია”, - აცხადებს ხოშტარია.
ნიკა მელიას თქმით, ყრილობას, რომელიც 20 იანვარს ჩატარდება ლეგიტიმურობის პრობლემა არ აქვს.
მისივე განცხადებით, პარტიაში არის „ვიწრო პოლიტიკური ამბიციების" მქონე ჯგუფი, რომელიც ცდილობს ყრილობა არალეგიტიმურად წარმოაჩინოს.
„ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, პარტიის მმართველობაში არსებულმა მცირე ჯგუფმა მოახერხა და დაუპირისპირდა არამხოლოდ პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილებას, არამედ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობის ნებას, ეს არის ჩემთვის ძალიან დასანანი. დასანანია ასევე, რომ პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს მისი გავლენა და ამ მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს და მათ შორის, დაუპირისპირდა უმრავლესობის მხარდამჭერებს.... ისინი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ცდილობენ წარმოაჩინონ ყრილობა, როგორც არალეგიტიმური ისე, თითქოს იქ არის უამრავი დარღვევა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიის მცირე ჯგუფი აცდენილია იმ განწყობებს რომელიც არის პარტიის მხარდამჭერებში....
„ნაციონალური მოძრაობა" არ არის რომელიმე ცალკე აღებული ერთი ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობა" ეკუთვნის მის ათიათასობით წევრს და ამომრჩეველს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში იქცნენ სამიზნე ივანიშვილის, შანტაჟის, მუქარის, ძალადობის, დაშინების....
ბუნებრივია, ეს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია მომდევნო წლებში. ძალიან სამწუხაროა, რომ ვიწრო მერკანტილური ამბიციების გამო, ვიწრო ჯგუფმა შეაფერხა განვითარება პარტიაში და მოკლა რეალურად დემოკრატიული განვითარების პროცესი.... ისინი ცდილობენ საბოტაჟი მოახდინონ ყრილობის, რაც რა თქმა უნდა, თავშივე არის განწირული....
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემო მეგობრებო, 20 იანვარს ჩატარდება ყრილობა საზეიმო ვითარებაში. არანაირი ლეგიტიმურობის პრობლემა ამ ყრილობას, ბუნებრივია, არ აქვს. ეს არის ერთი ცალკე აღებული მცირე ჯგუფის სურვილი, რომ წარმოაჩინოს ასეთად,“- აცხადებს მელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.