თურქეთის პოლიციამ ორი თავდამსხმელი მოკლა და მესამეს ეძებს მას შემდეგ რაც იზმირში, სასამართლოს შენობასთან ავტომანქანა აფეთქდა, რომლის შედეგადაც ერთი პოლიციელი და სასამართლოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა, სულ მცირე 10 ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სახელმწიფო მედიასა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იზმირის მუნიციპალიტეტის გენერალური მდივნის, ბუგრა გოკჩის თქმით, აფეთქება ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის ამოქმედების შედეგად მოხდა.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
თურქეთში თავდასხმები გახშირებულია. 1 იანვარს უდიდეს ქალაქ სტამბულის ღამის კლუბზე ღამით თავდასხმა განხორციელდა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო. მასზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.