შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის უმაღლესი ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიზეზი, თუ რატომ ჩაერია რუსეთი ამერიკის არჩევნებში, გამჟღავნებული იქნება ანგარიშში, რომელიც მომავალ კვირას გამოქვეყნდება.
ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, გენერალმა ჯეიმს კლაპერმა კონგრესს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოტივი გამჟღავნებული იქნება.
შეერთებული შტატების რამდენიმე სააგენტო, მათ შორის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) დარწმუნებულია, რომ „დემოკრატიული პარტიის“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთი იდგა და „დემოკრატების“ მაღალჩინოსნების, მათ შორის კლინტონის კამპანიის ხელმძღვანელის, ჰაკერული გზით მოპოვებული ელქტრონული წერილები, Wikileaks-ს და სხვა მედია საშუალებებს გადაეცა, რაც დაეხმარა ტრამპს გაემარჯვა არჩევნებში.
თავდაპირველად ტრამპმა რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევას „სასაცილო“ უწოდა, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ შეხვდებოდა შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, რომ „ამ მდგომარეობის შესახებ არსებულ ფაქტებზე განახლებული ინფორმაცია“ მიეღო.
თავად რუსეთი უარყოფს ამერიკის არჩევნებში ჩარევას, თუმცა ამის მიუხედავად ვაშინგტონმა მოსკოვს სანქციები დაუწესა და ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა.
BBC-ის ცნობით, შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოური ჩარევის შესახებ ანგარიში ბარაქ ობამას ხუთშაბათს გადაეცა, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ანგარიშის თაობაზე პარასკევს იქნება ინფორმირებული და არაკლასიფიცირებული ვერსია საზოგადოებისთვის მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
შეერთებული შტატების სადაზვერვო ოფიციალურმა პირებმა ჩვენება მისცეს სენატის შეიარაღების კომიტეტს, რომელიც რუსეთის სავარაუდო ჩარევას იძიებს.
კონგრესმენის შეკითხვაზე, „მიაწერენ თუ არა ისინი მოტივაციას პუტინს“, კლაპერმა უპასუხა, „დიახ, ჩვენ მივაწერთ მოტივაციას“.
კონგრესში გამოსვლისას სადაზვერვო სამსახურების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთს გააჩნდა მოწინავე კიბერ-პროგრამა, რომელმაც მთავარი საფრთხე შეუქმნა შეერთებული შტატების ინტერესების ფართო სფეროს.
„რუსეთი არის მსხვილი კიბერ აქტორი, რომელიც უქმნის მთავარ საფრთხეს შეერთებული შტატების მთავრობას, სამხედრო, დიპლომატიურ, კომერციულ და გადამწყვეტ ინფრასტრუქტურას“, - ნათქვამია ამერიკის სადაზვერვო სამსახურების უმაღლესი ოფიციალური პირების ჩვენებაში.
სენატორმა ჯონ მაკკეინმა, სესიის გახსნისას, შეახსენა პანელს, რომ ისინი აქ იმისათვის არ იყვნენ, რომ „კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი“.

„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მათ არ შეუცვლიათ ხმის მიცემის რაიმე რიცხვები ან ამის მსგავსი სხვა რამ“, - განაცხადა კლაპერმა რუსეთის სადაზვერვო ოპერაციის შესახებ და დაამატა, რომ რუსებს შესაძლოა ჰქონოდათ „მრავალჯერადი მოტივაცია“.
„ჩვენ არ გვაქვს ხერხი გავზომოთ გავლენა... რომელიც მას ელექტორატის მიერ გაკეთებულ არჩევანზე ჰქონდა“.
სენატორ მაკკეინის შეკითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ეს „ომის ქმედება“, კლაპერმა უპასუხა: „ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური მოწოდება, რომელიც მე არ ვფიქრობ, რომ სადაზვერვო საზოგადოებამ უნდა გააკეთოს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.