საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას თავად პატრიარქი ჩაატარებს.
როგორც Guardian.ge-სთან საუბრისას შარტავამ აღნიშნა, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.
"პატრიარქი დღევანდელი მონაცემებით თავს კარგად გრძნობს. გრძელდება დაკვირვება სპეციალისტების მიერ და ვნახოთ, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ვფიქრობთ რომ უწმინდესი საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში თავად ჩაატარებს", - განაცხადა ცისანა შარტავამ.
4 იანვარს პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა. უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო.
მას შემდეგ, რაც პატრიარქს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება გაუმწვავდა, იყო საუბარი მისი გერმანიაში გადაყვანასა და საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევაზე, თუმცა, გერმანელი ექიმის საქართველოში ჩამოსვლისა და უწმინდესის მონახულების შემდეგ, პატრიარქის გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციის გაკეთების საჭიროება მოიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.