საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს.
"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.
სომეხთა და ქართველთა ძმობა იმავე ხნისაა, რამდენისაც ჩვენი ქვეყნების ისტორია. ფასდაუდებელია თქვენი გარჯა საქართველოს აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. აქ დაბადებული უამრავი სომეხი ხელოვანით, მეცნიერითა თუ საზოგადო მოღვაწით ჩვენ ისევე ვამაყობთ, როგორც თქვენი ისტორიული სამშობლო სომხეთი.
ვუერთდები თქვენ სიხარულს და გისურვებთ, რომ 2017 წელი ჯანმრთელობის, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.