„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა
06-01-2017, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილია. მეორე ტურის მეორე ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი ვასილ მაღლაფერიძეს დაუჭირა. მაღლაფერიძე „საზოგადოებრივი  მაუწყებლის" გენერალური დირექტორის პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს.

 

 

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვასილ მაღლაფერიძე - 6 ხმა;

 

 

თინათინ ბერძენიშვილი - 2 ხმა;

 


მეორე ტურის მეორე კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მეორე ტურის პირველი კენჭისყრის შედეგების მიხედვით სამეურვეო საბჭოს 8 წევრიდან 5-მა გენერალური დირექტორობის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი.

 

 

პირველი კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო:  ნინო ზაუტაშვილი - 1 ხმა: ვასილ მაღლაფერიძე - 4 ხმა; ნათია კუპრაშვილი - 1 ხმა; თინათინ ბერძენიშვილი - 2 ხმა;

 

 

კენჭისყრა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

 

 

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამი დღის გასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი