ვასილ მაღლაფერიძე: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უნდა დაიწყოს ბრძოლა - ჩვენ უნდა გავხდეთ ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე მედია-ბაზარზე
06-01-2017, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უნდა დაიწყოს ბრძოლა - ჩვენ უნდა გავხდეთ ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე მედია-ბაზარზე, - აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახლადარჩეულმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ახალ ამბებსა და გადაცემებს დაეთმობა.

 

 

„ჩვენ ორშაბათიდან უნდა დავიწყოთ აღწერა, ინვენტარიზაცია და გავიგოთ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია.... რასაკვირველია, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ნიუსრუმი, საიდანაც უნდა მომზადდეს ახალი ამბები და რასაკვირველია, გადაცემები", - განაცხადა მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

 

 

კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს მაუწყებლის გენერალურ დირექტორს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, მაღლაფერიძე პასუხობს:

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის, მე ვფიქრობ, ძალიან მაღალი ინტელექტუალური რესურსით. უბრალოდ მას სჭირდება სწორად ორგანიზება. ჩემი ძირითადი საყრდენი იქნება, რასაკვირველია, ადგილობრივი კადრები. რაღაც გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს და ეს ბუნებრივი ამბავია. „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყოველთვის გახსნილი იქნება და უნდა იყოს გახსნილი, ასე ვთქვათ, იმ კადრებისთვის, რომლებიც ჩვენ დაგვჭირდება. ჩემი ძირითადი საყრდენი არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის" არსებული მდგომარეობა", - აღნიშნა მაღლაფერიძემ.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა სკეპტიკოსებს, რომლებიც ნეგატიურად უყურებდნენ მისი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად დანიშვნას, მაღლაფერიძე აცხადებს, რომ „სკეპტიკოსებს აქვთ ამის უფლება".

 

 

"არ ვაპირებ სკეპტიკოსებს მჭერმეტყველებაში გავეჯიბრო", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი