ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ
06-01-2017, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე იყვნენ ბრალდებულები, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დღეს გაიმართა და ცოტა ხნის წინათ დასრულდა.

 


პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში 6 ბრალდებულიდან სამს - გიგლა შიოშვილს, რევაზ შიუკაშვილსა და ირაკლი ყიფშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ. იმის გამო, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლომ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულები გაათავისუფლა.

 


გათავისუფლება არ შეეხო მხოლოდ ერთ ბრალდებულს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენიტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს, რომელსაც მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო.

 

 

კიდევ 2 ბრალდებული ამ დრომდე იძებნება, რომელთა პატიმრობის ვადის ათვლა მათი დაკავების მომენტიდან დაიწყება. 

 

 

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება 2016 წლის აპრილში მოხდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი