„ქობულეთის სანდასუფთავებას" ახალი დირექტორი ჰყავს. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, დღეიდან დაწესებულებას სულიკო ბლადაძე უხელმძღვანელებს. იგი 2012 წლიდან ქობულეთის პარკს ხელმძღვანელობს.
„სანდასუფთავების" თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ წარუდგინა.
„ვფიქრობ სულიკო ბლადაძე არის ნამდვილი პროფესიონალი, მას აქვს ხელმძღვანელად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და აკმაყოფილებს ჩვენს მიერ მოთხოვნილ ყველა პირობას. გამოირჩევა შრომისმოყვარეობით და საქმისადმი ერთგულებით. მინდა ბატონ სულიკოს მივულოცო ახალი თანამდებობა და მის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ქობულეთის პარკს მისი დირექტორის მოვალეობას დროებით ნათია ჯინჭარაძე შეასრულებს“ - განაცხადა სულხან ევგენიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.