მედიაექსპერტის, ზვიად ქორიძის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა „პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნით" მოხდა.
ქორიძე აცხადებს, რომ „პრაქტიკულად შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი" პარტიული კუთვნილებით".
„საბჭომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო სწორედაც პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნით. საბჭომ პრაქტიკულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი", როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუცია რაღაც პერიოდით კიდევ ვერ განვითარდეს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად, ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას.
დღეს აღმოჩნდა, რომ ეს საბჭოსაც არ უქმნის უხერხულობას. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი" პარტიული კუთვნილებით.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი" დღეს თავისი სამეურვეო საბჭოს პირით აცხადებს, რომ ჩვენ პოლიტიკური მიკერძოებულობა არ გვაინტერესებს, ჩვენ არ გვაინტერესებს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. დღეს საბჭომ ღიად თქვა - ჩვენ ეს არ გვაინტერსებს, ჩვენ დიახაც გვაინტერესებს ადამიანი, რომელმაც გუშინ დაადასტურა გასაუბრების დროს, რომ მას აქვს პოლიტიკური სიმპათიები და ეს მას ხელს არ უშლის თავის მედიასაქმიანობაში", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.