შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბარაქ ობამას გეგმა სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ დევიდ ქამერონის და ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მოულოდნელად იქნა ხელშეშლილი.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი დაბომბავდა სირიის რეჟიმს, თუკი ის ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა, მაგრამ ობამა თავის დაპირებას არ გაჰყვა. მის მიერ მოხსენიებული „წითელი ხაზის“ ცხოვრებაში გატარების წარუმატებლობა, მას შემდეგ რაც ბაშარ ალ-ასადმა მომწამვლელი ნივთიერება - ზარინის გაზი გამოიყენა 2013 წლის აგვისტოში, დამასკოს გარეუბანში, ზოგიერთის მიერ შეფასდა, როგორც ობამას მემკვიდრეობის ყველაზე ცუდი ნიშანი.
„გარდიანი“ წერს, რომ ბრიტანეთის პარლამენტის კენჭისყრა სირიის საჰაერო დაბომბვების წინააღმდეგ ობამას და სხვების მიერ დიდი ხანი იყო დამოწმებული, როგორც მიზნობრივი ფაქტორი, მაგრამ ქერიმ კავშირი ზუსტი გახადა ერთი კვირის შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისრაელის ქმედებების მგმობელი რეზოლუციის თაობაზე, დიპლომატიურ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი.
ვაშინგტონში გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე - იყო თუ არა „წითელი ხაზის“ ეპიზოდი თანამედროვე პრეზიდენტობის ყველაზე დაბალი დონე - პასუხის გაცემისას ქერიმ, იმის მტკიცება დაიწყო, რომ მედია ჯეროვნად არ აკეთებდა ანალიზს, შეფასებას, ან არ ახდენდა იმის ზუსტად გადაცემას, რა მოხდა.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ნამდვილად გადაწყვიტა ძალის გამოყენება და მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ გამოაცხადა, და თქვა, რომ ჩვენ ვიმოქმედებდით, ჩვენ გავაკეთებდით იმას, რაც იქნებოდა საჭირო, ამ საერთაშორისო კანონის აშკარა დარღვევის საპასუხოდ და მის მიერ არჩეული წითელი ხაზის თაობაზე“, - განაცხადა ქერიმ.
„და ახლა ჩვენ მივემართებით იმ დროისკენ როცა, შეხედეთ და შენიშნეთ... პრემიერ მინისტრი დევიდ ქამერონი პარლამენტში წავიდა... და იგი ცდილობდა მისი წინადადების მხარდაჭერას იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც უნდა გვეწარმოებინა. და ივარაუდეთ, რა მოხდა, პარლამენტმა წინადადებას არ დაუჭირა მხარი, მათ იგი [დევიდ ქამერონი] მოკლეს“.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა 285-272-ის წინააღმდეგ უარი განაცხადეს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით სირიაში დარტყმების განხორციელებაში ჩართვაზე.
ქერიმ გაიხსენა: „პრეზიდენტმა უკვე გადაწყვიტა ძალის გამოყენება, მაგრამ შემდეგ დადგა საკითხი, ‘უნდა წავიდეთ თუ არა კონგრესში ნებართვის მისაღებად?’
„უსაფრთხოების ჯგუფში დიდი დებატები იყო. მე ამის ნაწილი ვიყავი, მე მახსოვს ეს დებატები. და ჩვენ ვგრძნობდით, რომ სწრაფად მივიღებდით კონგრესის თანხმობას, რადგან ეს იყო ძალზე აშკარა დარღვევა.
„მე მივიღე ზარი პარასკევ საღამოს, ჩვენ შევხვდით შაბათ დილას და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მას ესაჭიროებოდა კონგრესში წასვლა იმის გამო, რაც უკვე ბრიტანეთში იყო მომხდარი და იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა მხარდაჭერა და ეს იყო გზა, რაც ჩვენ უნდა გაგვეარა ამის მსგავსად“.
ამასობაში, ქერიმ თქვა, რომ მან პრესკონფერენცია ჩაატარა ლონდონში, სადაც მას დაუსვეს შეკითხვა, იყო თუ არა შესაძლებელი ასადს თავიდან აეცილებინა დაბომბვა. მან უპასუხა, დიახ, თუ ის დათანხმდებოდა მისი იარაღის მოცილებას, და საათნახევარში ქერიმ სატელეფონო ზარი მიიღო მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვისაგან, რომელიც სთავაზობდა ამგვარ შეთანხმებაზე თანამშრომლობას - რაღაც იმდაგვარზე, რასაც ობამა და პუტინი უფრო ადრე განიხილავდნენ.
„და უეცრად, მე და ლავროვი სასწრაფო წესით გადაგვისროლეს ჩვენმა პრეზიდენტებმა იმ ძალისხმევით, რომ გვეცადა და მიგვეღწია ამისათვის და ივარაუდეთ რა, ჩვენ მივაღწიეთ ამას, სანამ კონგრესი კენჭს უყრიდა.
„პრეზიდენტს არასოდეს უთქვამს, ‘მე არ ჩამოვაგდებ ბომბს’. ის რაც მოხდა ინტერპრეტირების საგანი იყო. აღქმა იყო, რომ ის ცდილობდა განსხვავებული გზის მოძებნას. მე ვაღიარებ თქვენ წინაშე, აბსოლუტურად, რომ მე ამას ვისმენდი ყველა ადგილას. აღქმამ ზიანი მიაყენა, კი“, - განაცხადა ქერიმ და დაამატა:
„აღქმა იმის მიუხედავად გაჩნდა, რომ ჩვენ ფაქტობრივად მივიღეთ უკეთესი შედეგი სირიიდან მასობრივი განადგურების იარაღის ისე მოცილების შესახებ, რომ იქ ბომბი არ ჩამოვარდნილა. ჩვენ რომ ბომბი ჩამოგვეგდო, არ იარსებებდა იმის გარანტია, რომ ჩვენ ამ მიზნისთვის მიგვეღწია“.
სირიის ქიმიური არსენალის უდიდესი ნაწილის მოცილების მიუხედავად, როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ასადი რუსეთის და ირანის მხარდაჭერით გაძლიერდა; სამოქალაქო ომი გაუარესდა - გარდაცვლილთა რიცხვი ახლა ნახევარ მილიონს უახლოვდება და უზარმაზარი დევნილთა კრიზისი გრძელდება - ობამას შეცდომა თუ უმოქმედობა კი, მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების პირას, კიდევ უფრო მეტად არის განსჯის საგანი.
ბრიტანულ „გარდიანში“ გამოქვეყნებული სტატიის ოდნავ შემოკლებული ვარიანტის ქართული თარგმანი Guardian.ge-მ შემოგთავაზათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.