„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი ნიჟარაძე ეხმაურება ბორდის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომ საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევით „სამარცხვინო გადაწყვეტილება" მიიღო. ნიჟარაძის თქმით, „სამარცხვინო არავის არაფერი ჩაუდენია".
„მე არ მგონია და არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს სიტყვა გამოიყენეს, ვინაიდან სამარცხვინო არავის არაფერი ჩაუდენია დანამდვილებით. რაც შეეხება იმას, თუ ვის მივეცი ხმა, მოდით, ფარულ კენჭისყრას პატივი ვცეთ. ხმა მივეცი დამოუკიდებელ, ძლიერ, კონსოლიდირებულ „საზოგადოებრივ მაუწყებელს". მიმაჩნია, რომ ამ მაუწყებელს აქვს უზარმაზარი რესურსი, რომელიც არ არის რეალიზებული და ამისთვის საჭიროა სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები, რათა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" შეასრულოს თავისი ფუნქციები, რასაც, საწუხაროდ, აქამდე ბოლომდე ვერ ასრულებს“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, რამდენად გულწრფელი იყო მაღლაფერიძე საბჭოს მიერ დასმული შეკითხვების პასუხის გაცემისას, მისი „პირველი ნაბიჯები" ცხადყოფს.
„შეკითხვები იყო ძალიან მძიმე. მე ვთვლი, რომ მან ამომწურავად უპასუხა კითხვებს და დააფიქსირა თავისი პოზიცია. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად გულწრფელი იყო თავის გამონათქვამებში, გვრჩება ერთადერთი - დაველოდოთ მის პირველ ნაბიჯებს. გულწრფელად ვუსურვებ მას დიდი წარმატებას, ვინაიდან მისი წარმატება იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატება. მინდა მჯეროდეს, რომ რაც დაჰპირდა საზოგადოებას, იმას შეასრულებს. სულ რამდენიმე თვეში გამოჩნდება, სად მიჰყავს ახალ დირექტორს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მერე თქვენც აქ ხართ, სამოქალაქო სექტორიც, სამეურვეო საბჭოც და თუ რაღაც ისე არ იქნება, შევიკრიბებით და ამაზე ვილაპარაკებთ“, - განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.