საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე არსებული ქვის თაღოვანი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, პროექტით გათვალისწინებულია: ახალი რკინა-ბეტონის ერთმალიანი თაღოვანი კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და შემოფარგვლის მოწყობის სამუშაოები; განხორციელდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ დროისთავის კი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
"ხიდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დაბა მანგლისში – უსახელო ღელეს გადაკვეთაზე, მდებარეობს. ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მანგლისის საკურორტო ზონაში ტურისტები და დამსვენებლები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 832 900 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.