საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, ე.წ. მოსმენების საკითხთან დაკავშირებით კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ჯგუფის შემადგენლობაში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრები შევლენ.
სამუშაო ჯგუფში პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.