მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას [ივანიშვილს] სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა“
06-01-2017, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას შესახებ სასამართლოს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას [ბიძინა ივანიშვილს] სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა“.

 

 

„გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“,- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები: 1
#1   მიშა
      
გიგის გამოსვლა მისასალმებელია! მიშა თუ ჩამოვა ამით სიცოცხლე მიეცემა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. არა მარტო: მას უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკერ სივრცეში,იგი ივანიშვილის წინააღმდეგ არ იბრძოლებს, იგი უფრო ჭკვიიანია ვიდრე ჩვენ გვგონია. უფრო სტაბილური გახდება საქართველო. ოცნებასაც მიეცემა ნორმალური მუშაობის საშუალება ეს უკვე ეკონომიკაზე იმოქმედებს დადებითად. ასე რო თუ ჭკუა ეყოფა დღევანდელ ხელისუფლებას ნაბიჯი უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს გაუჭირდება დაძაბავს სიტუაციას და მერე ღმერთმა იცის. ის ელექტორატი რომელიც ოპოზიციის მომხრეა ისინიც შეარბილებს დამოკიდებულებას ივანიშვილისა და ოცნების მიმართ რაც დადებითად აისახება მთლიანად ქვეყანაზე. ადრე თუ გვიან ეს მოხდება მაგრამ არ იქნება ისეთი ეფექტური, როგორიც ახლა.ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება ხელისუფალთა სისუსტე სპირიქით, ხალხს სიმპათია გაუჩნდება ხელისუფალთა მიმართ და იმედიც მიეცემა მომავლის!
6 იანვარი 2017 09:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი