თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღეს უნდა დატოვოს.
ბასილაიას თქმით, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე გიგი უგულავას პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განუსაზღვრა, პატიმრობის ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, ამ ვადის გათვალისწინებით, უგულავა საპატიმროდან 9 იანვარს უნდა გათავისუფლდეს.
მისივე განმარტებით, „პატიმრობის კოდექსში“ არსებული ჩანაწერის მიხედვით, პირის გათავისუფლება ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა მოხდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს დღე უქმე დღეა, მაშინ უფრო ადრე, წინა სამუშაო დღეს უნდა გათავისუფლდეს.
"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიგი უგულავას მიერ მოსახდელი სასჯელის ვადამ შეადგინა 1 წელი, 3 თვე და 22 დღე. ეს თარიღი იწურება 2017 წლის 9 იანვარს. "პატიმრობის შესახებ" საქართველოს კოდექსის მიხედვით, წინა დღეს უნდა მოხდეს პირის გათავისუფლება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, როდესაც სასჯელის ვადა იწურება. 9 იანვრის წინა დღე არის 8 იანვარი, კვირა დღე. "პატიმრობის შესახებ" კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, თუ უქმე დღე ემთხვევა გათავისუფლების დღეს, მაშინ უნდა გათავისუფლდეს პირი წინა სამუშაო დღის ბოლომდე. 8 იანვრის წინა დღე არის 7 იანვარი - შობა - უქმე დღე, შესაბამისად, პარასკევს, დღეს უნდა მოხდეს გიგის გათავისუფლება. კანონის ლოგიკა ასეთია. მკაფიო ჩანაწერი არის ეს და ჩვენ ველოდებით, რომ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება მიიღებს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
უგულავას მეორე ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა, რომ გიგი უგულავას საპატიმროდან გათავისუფლების ტექნიკური პროცედურა დაწყებულია, რაც ოფიციალურმა პირებმა მათ დაუდასტურეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.