სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე პოლიტიკა საქართველოში იქნება უკიდურესად რადიკალური, - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ე.წ. მატროსოვის ციხის ეზოში გააკეთა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უგულავამ აღნიშნა, "საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანაა რომ ეს პროცესი დასრულდეს".
"პირველ რიგში, მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც ამ ციხეში იმყოფება და რომლებიც სხვა საპატიმროებში არიან. ჩვენ არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის პოლიტპატიმარი და სხვისი პარტიის პოლიტპატიმარი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანაა რომ ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი დღეს გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი. მაგრამ სამუშაო ამ მიმართულებით არის ძალიან ბევრი. და მე მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე პოლიტიკა საქართველოში იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი ამაზე იქნება ყოველთვის უმრავლესობა და ყოველთვის მთავრობა. თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემები, თუ ჩვენ გვინდა მოვაგვაროთ ყველა სხვა დანარჩენი პრობლემა, რომელიც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს და მძიმე ტვირთად ადევს, ამისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯი არის ის, რომ მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს, ჩემის აზრით, ყველაზე ადვილად და ყველაზე ღირსეულად შეუძლია ისევ მთავრობას და უმრავლესობას - თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. ამით ის შეძლებს მთლიანად გადავშალოთ ის ფურცელი და კონსოლიდირებულად, ჩვენ ოპოზიციიდან, მათ ხელისუფლებიდან გავაგრძელოთ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა.... თუ ამას ვერ აკეთებს მთავრობა, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა", - განაცხადა უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.