გიგი უგულავა: მე ვაპირებ შევხვდე მიშასაც.... თუ შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ კრიზისი გავიაროთ და მე ამაში წვლილი შევიტანო, ძალისხმევას არ დავაკლებ
06-01-2017, 09:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აქ არიან ჩემი შვილები, აქ არიან ჩემი მეგობრები და მესამე რაც მე გამაჩნდა ეს პარტია იყო, რომელშიც მე ამდენი ხანი ვიყავი. მე სხვა პარტიაში არც ვყოფილვარ. და ჩემთვის ძალიან გულსატკენია ყველაფერი ის, რაც ხდება, რასაც ვუყურებ, რასაც ვაკვირდები, - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ე.წ. მატროსოვის ციხის ეზოში გააკეთა. 

 

 

მისი თქმით, იგი აპირებს შეხვდეს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და პარტიის ყველა მხარეს. უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" კრიზისის დასაძლევად. თუკი, ეს არ მოხერხდება, ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ ყველაფერი "ცივილურად" უნდა გადაწყდეს.

 

 

"ძალიან გულსატკენია ეს ყველაფერი ჩემთვის იმიტომ, რომ ბოლობოლო ბრალდებაზე წეღან რაზეც ვსაუბრობდით, ამ პარტიის გამო ვიჯექი ციხეში ორწელიწადნახევარი. ამიტომ ძალიან ვწუხვარ რაც ხდება. მე ვაპირებ შევხვდე, რა თქმა უნდა მიშასაც. დაველაპარაკები და მერე საშუალება როგორც კი მექნება, შევხვდები. ვაპირებ შევხვდე ასევე ყველა ჯგუფს, აუცილებლად შევხვდები ყველას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა მიშასაც. და თუ არის ნახევარი პროცენტიც კი, როგორც ხედავთ ძალიან ღრმად არის პროცესები წასული, თუ ერთი პროცენტით ან ნახევარი პროცენტით არის შანსი, რომ ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ ისე, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ, ჩემი პოზიცია ზოგადად ცნობილია მე ღია წერილიც გამოვაქვეყნე, აქედან გამომდინარე, თუ ამის შანსი არის, მაშინ მე მინდა ვთხოვო ყველა მხარეს, ჩართულს თუ მონაწილეს და 'ფეისბუქზე' მებრძოლ ადამიანებს, რომ შობა თენდება აგერ და საშობაო არადადეგები ორი-სამი დღე აიღეთ, მეგობრებო - იქნებ ორი-სამი დღე მაცადოთ. თუ შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ და მე ამაში წვლილი შევიტანო, მე ძალისხმევას არ დავაკლებ. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ესეც გამოჩნდება, მაშინ უკვე ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაც არის და ყველა ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობა არის, რომ ასეთი სამარცხვინო ფორმით ეს არ მოხდეს.

 

 

"მე გვერდიდან ვუყურებდი ამ პროცესს და ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ და სამარცხვინოდ და ძალიან ცუდი და ამაზრზენი საყურებელია. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ თუ ყველაფერი ეს შესაძლებელია, ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ. ამასთანავე, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძველი ურთიერთობის ფორმები, ალბათ, ვერ აღდგება და ეს ალბათ, ლოგიკურია იმიტომ, რომ დრო მიდის და დრო ცვლის ბევრ რამეს. მაგრამ თუ ჩვენ გამოვნახავთ საერთო პლატფორმას ურთიერთობების, რომელიც ფოკუსირებული იქნება აწმყოთი და მომავლით, მაშინ შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიდეს. ამისთვის საჭიროა ნება, ამისთვის საჭიროა ამ გაუცხოვების დაძლევა, ამისთვის საჭიროა ყველა ამ პრობლემაზე საუბარი, მათ შორის, ერთმანეთთან საუბარი.... მე ძალიან ადამიანურად მინდა შევხვდე მიშასაც და ყველა ადამიანს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვიკეთებია ერთად და ბევრი რამე გვაერთიანებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი