2015 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა, შარშანდელთან შედარებით, 21.7 %-ით შემცირდა
16-03-2015, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა, 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 21.7 %-ით შემცირდა.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 82.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 171.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 22.7 მლნ აშშ დოლარით (47.4 მლნ ლარით), ანუ 21.7 %-ით ნაკლებია.

 


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6% იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 % მოდიოდა.

 


იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (28.2 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (13.7 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.0 მლნ აშშ დოლარი), აშშ (7.2 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (5.8 მლნ აშშ დოლარი).

 


2015 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (30.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა (22.1 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი