რიკოთის გზა გადაკეტილია - სოფ. შორაპანთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე გადაერთო
06-01-2017, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე (სოფ. შორაპანთან) გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 


მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართული იქნება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.

 


აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ როდიდან აღდგება გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა.

 


Guardian.ge დამატებით ინფორმაციას უახლოეს საათებში მოგაწვდით.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი