საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას დაესწრო.
წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს მოუსმინა, რომელშიც ყურადღება მაცხოვრის შობის, როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ირაკლი კობახიძესთან და დეპუტატებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს! ვუსურვებ რწმენაში გაძლიერებას და მეტ სიკეთეს, მეტ სიყვარულს. ყურადღებით მოვუსმინეთ ეპისტოლეს. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო და მნიშვნელოვანია, რომ ისინი თითოეულმა ჩვენგანმა გაიზიაროს“, - განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.