მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. სადღესასწაულო ლიტურგია დაწესებულებებში დილამდე გაგრძელდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით, უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე, 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ.
სასჯელაღსრულების სამინისტრის ცნობით, პატრიარქის ინიციატივას სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებიც შეუერთდნენ და შობის დადგომისას 12 საათზე საკუთარი საკნების ფანჯრებთან სანთლები აანთეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში 7 იანვარს 14:00 საათამდეა შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.