ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზეიმო წირვა-ლოცვა 32-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა დავით ბუტიკაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

საზეიმო წირვა-ლოცვას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.