ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან მსვლელობით დაიწყეს. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ დალოცა.
მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო. ქუთაისელებს შობის დღესასწაული, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს მოსახლეობას ულოცავენ.
შეგროვებული სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.
ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.