ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო საჩუქრები გადასცეს
07-01-2017, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები შვილებთან ერთად, ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ.

 

 

ალილოს პატარა მონაწილეებს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს. ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და მას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ჰქონდა.

 

 

„კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასაწაულს. დღეს მივიღეთ ალილოს ღონისძიებაში მონაწილეობა, ძალიან კარგი გრძნობაა და კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას შობის დღესასწაულს და ვუსურვებ ძალიან ბევრ სიყვარულს, ბევრ სიკეთეს 2017 წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს და მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით 2001 წელს აღდგა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი