თბილისში საშობაო ალილო დასრულდა
07-01-2017, 07:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში საშობაო ალილოს მონაწილეთა მსვლელობა დასრულდა. მსვლელობაში მონაწილე მრევლი და სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.

 


ალილოს მონაწილეებმა და მღვდელთმთავრებმა ტაძარში მაცხოვრის შობის ხატი შეაბრძანეს.

 


ალილოს მონაწილეებს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც მომლოცველებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

 

 

შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.

 

 

ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს და მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით 2001 წელს აღდგა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი