ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს.
ქუთაისის სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, ჩვილ ბავშვთან დაკავშირებით შესული შეტყობინების შემდეგ, ადგილზე გასულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს სამი დღის ჩვილი პოლიეთილენის პარკში დახვდა გახვეული.
"ცხრა წუთში ადგილზე მივედით. იქ საპატრულო ეკიპაჟი დაგხვდა. შემოწმებისას ვნახეთ, რომ ბავშვი თბილად იყო შეხვეული. პირველადი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბავშვი ჯანმრთელია. მართალია, დაბანილი არ იყო, ამიტომ ადგილზე დავბანეთ და მივეცით ტანისამოსი. შემდეგ გადავიყვანეთ ინტერვენციულ საავადმყოფოში, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, თუმცა არაფერი სჭირდა, ამიტომ ბავშვთა განყოფილებაში გადავიყვანეთ“, - განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა, ნინო ნიშნიანიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.