გიგი უგულავა: ამ ქვეყნის პრობლემა არაა „ნაციონალური მოძრაობის” შიდა დაპირისპირება, ამ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პრობლემა და ეს არის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი
07-01-2017, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილთან პარტიის ოფისში შეხვედრა გამართა.

 


მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული შიდა დაპირისპირება, ქვეყნის პრობლემა არ არის, ქვეყნის პრობლემა უგულავას აზრით, არაფორმალური მმართველია.

 


„მე როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მე მართლა მაქვს გულწრფელად სურვილი, რომ შევხვდე და თუ ერთი პროცენტი არსებობს იმისი, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ამ აზრზე ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი მაინც ყველა მხრიდან ამ აზრზეა. ჩემთვის აბსოლუტურად უდავოა, რომ ეს პროცესი სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან ამ ქვეყნის პრობლემა არაა ”ნაციონალური მოძრაობის” შიდა დაპირისპირება, ამ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პრობლემა და ეს არის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი”, - განაცხადა უგულავამ და დასძინა: "ამ ქვეყანაში პრობლემა სხვა რამაა და მისი გასაღები არაფორმალური მმართველობის დასრულებაა. უნდა მოხდეს შეკავება და შემდეგ, მშვიდობიანი ჩამოცილება, რადგან მე რასაც ვუყურებ, ეს უმრავლესობა ნელად მოქმედი ნაღმია, რომელმაც შეიძლება საქართველო ააფეთქოს”.

 

კომენტარები: 1
#1   goga
      
არადა მართალს ამბობს!! geosesxebi.ge
8 იანვარი 2017 00:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი