სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა
07-01-2017, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ აზაზში მომხდარ აფეთქებას 48 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

სააგენტოს ცნობით, ქალაქ აზაზში, სასამართლოს შენობის წინ საწვავით დატვირთული ავტომანქანა აფეთქდა. სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობის ჯგუფის ინფორმაციით, აფეთქებას უმეტესწილად მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა, თუმცა, დაღუპულთაგან 14 მებრძოლი ან სასამართლოს დაცვის თანამშრომელია.

 

 

კერძო მფლობელობაში მყოფი ახალი ამბების სააგენტო "დოღანი", წყაროს მიერ მისთვის მიწოდებული კომენტირების საფუძველზე იტყობინება, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა, ოფიციალურად მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი