შსს-ს აკადემიაში კურსდამთავრებულთა საზოგადოება დაარსდა
08-01-2017, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს აკადემიაში ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე დაესწრო და საზოგადოების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, კურსდამთავრებულთა საზოგადოებაში საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების 39-ვე მაგისტრი გაწევრიანდა. მომავალში მათ შსს-ს აკადემიის სხვა კურსდამთავრებულებიც შეუერთდებიან.

 

 

"კურსდამთავრებულთა საზოგადოება თავისი წევრების აკადემიის ცხოვრებასა და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვას, ასევე, გამოცდილების ურთიერთზიარებას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას უზრუნველყოფს.

 


შეხვედრის ბოლოს, შსს-ს აკადემიის ეზოში სკვერი გაიხსნა, სადაც სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულთა სახელზე 39 ხე დარგეს. სკვერში ხეების დარგვის აქცია ტრადიციად იქცევა და მასში შსს-ს აკადემიის სამაგისტო პროგრამის ყველა კურსდამთავრებული მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 1
#1   irakli.
      
კარგია ნამმდვილადდ! geosesxebi.ge
8 იანვარი 2017 00:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი