გერმანიის სიმტკიცემ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ევროზონაში, ევროპა უფრო დაყოფილი დატოვა და ევროკავშირის დაშლა უკვე აღარ არის წარმოუდგენელი, - განუცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა სიგმარ გაბრიელმა ჟურნალ „შპიგელს“ (Der Spiegel).
გაბრიელმა, რომლის „სოციალ-დემოკრატები“ ანგელა მერკელის „კონსერვატორების“ უმცროსი პარტნიორები არიან დიდ მმართველ კოალიციაში, განაცხადა, რომ საფრანგეთის და იტალიის მსგავსი ქვეყნების ენერგიულმა მცდელობებმა, შეამცირონ თავიანთი ფისკალური დეფიციტები, პოლიტიკური რისკები წარმოშვა.
„ერთხელ მე ვკითხე კანცლერს, რა იქნებოდა უფრო ძვირი გერმანიისთვის: ნება დაგვერთო საფრანგეთისთვის ჰქონოდა ნახევარი პროცენტით მეტი დეფიციტი, თუ გამხდარიყო მარინ ლე პენი პრეზიდენტი?“ - განაცხადა გაბრიელმა - რომლის სოციალ-დემოკრატიული პარტია უფრო მეტ ფოკუსირებას ინვესტიციებზე ახდენს, მაშინ როცა მერკელის „კონსერვატორები“ მეტ მნიშვნელობას ფისკალურ დისციპლინას ანიჭებენ - და დასძინა: „დღემდე მას ჯერ კიდევ ვალი აქვს მისი, პასუხის გაუცემლობით“.
„როიტერსის“ ცნობით, მოელიან, რომ „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მის სათავეში ხანგრძლივად მყოფი თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს ქვეყნის ეკონომიკის მინისტრია, სექტემბრის ფედერალურ არჩევნებში მერკელს დაუპირისპიროს.
შეკითხვაზე, სჯერა თუ არა მას ნამდვილად, რომ მან შესაძლოა მეტი ხმები მოიპოვოს უფრო მეტი გერმანული ფულის ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადარიცხვით, გაბრიელმა უპასუხა: „მე ვიცი, რომ ეს განხილვა უკიდურესად არაპოპულარულია“.
„მაგრამ მე ასევე ვიცი, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ. უკვე აღარ არის წარმოუდგენელი, რომ ის ნაწილებად დაიშალოს“, - განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც შაბათს გამოქვეყნდა.
„თუ ეს მოხდება, ჩვენი შვილები და შვილიშვილები წყევლა-კრულვას შემოგვითვლიან, რადგან გერმანია არის ევროპული საზოგადოების უდიდესი მოსარგებლე“, - დაამატა ვიცე-კანცლერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.