თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე, სოფ. შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"გზის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაშტაბური სამუშაოები გასწია, შესაბამისი სამსახურები უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სტიქიის მოცულობის მიუხედავად საავტომობილო მოძრაობის უმოკლეს ვადაში აღდგენა", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
6 იანვარს ღამით, სოფ. შორაპანთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.