ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი გულის შეტევით გარდაიცვალა
08-01-2017, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი, 1980-იანი წლების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკაში წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, 82 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.

 


იგი პრეზიდენტად 1987 წლიდან 1997 წლამდე მსახურობდა და 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ კენჭისყრის დროს მაჰმუდ აჰმადინეჯადთან დამარცხდა.

 


მიუხედავად იმისა, რომ რაფსანჯანი რელიგიური ისტებლიშმენტის ნაწილი იყო, იგი „პრაგმატიკოს კონსერვატორად“ მიიჩნეოდა, რომელიც დასავლეთთან კავშირების გაუმჯობესებისთვის ღია იყო. 

 

 

მისი ბოლო როლი მიზანშეწონილობის საბჭოში ხელმძღვანელის თანამდებობა იყო. აღნიშნული საბჭო ცდილობს საკამათო საკითხების მოგვარებას პარლამენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის, მაგრამ მისი ძალაუფლება ახლა შემცირებულია. 

 

 

ეს იყო 12-წევრიანი საბჭო, დომინანტი ძალა ირანში, რომელიც განმარტავს კონსტიტუციას, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოახდინა რაფსანჯანის მას შემდეგ, რაც იგი 2013 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო, როგორც რეფორმატორი კანდიდატი.

 


რაფსანჯანიმ აღნიშნული ნაბიჯი გამოაცხადა, როგორც „უმეცარი“, განაცხადა რა: „მე არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა შეიძლებოდა მართული ყოფილიყო უარესად“.

 


მან შემდეგ მხარი დაუჭირა გამარჯვებულ კანდიდატს, ჰასან რუჰანის, რომელიც გამოვიდა სლოგანით „ზომიერება და კეთილგონიერება“ და რომელმაც ულტრა-მემარჯვენე ძალებში ეჭვები გააჩინა.

 

 

როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, რაფსანჯანი ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის დამფუძნებელი წევრი და 1980-იანი და 1990-იანი წლების დიდ პერიოდში ახლანდელი სულიერი ლიდერის, აიათოლაჰ ალი ხამენეის ახლო ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მაგრამ მოგვიანებით მისი პოლიტიკური ერთგულება რეფორმატორებისკენ გადაიხარა, განსაკუთრებით კი მას მერე, რაც 2009 წლის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასსა და ხამენეის შორის ბზარი გაიზარდა.

 

 

„რევოლუციის, პოლიტიკის გიგანტური კაცის სული, მოთმინების და სიძლიერის სიმბოლო, ცაში ამაღლდა“, - ასე გამოეხმაურა რაფსანჯანის სიკვდილს ირანის პრეზიდენტი რუჰანი „თვითერზე“. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი