შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სოფელ დიღომში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ახალი შენობა გახსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ წელს სიახლით იწყებს. ჩვენ გასულ წელს დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კვლავ ვაგრძელებთ. დღეს სოფელ დიღომში პოლიციის ახალი შენობა გავხსენით. ყველა პოლიციელს კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ. მჯერა, რომ ახალი შენობა მათ დაკისრებული მოვალეობების უფრო ეფექტიანად შესრულებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს სამინისტროს ცნობით, სოფელ დიღომში მდებარე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ძველი შენობა თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ შს სამინისტრომ გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, პოლიციის ახალი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. მისი ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი და შშმ პირებზე ადაპტირებულია. ახლადაშენებულ შენობაში 22 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.