საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იერუსალიმში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ღრმად შეშფოთებული ვარ იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო.
ამ მძიმე წუთებში გვერდში ვუდგავართ და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
იერუსალიმში მომხდარ ტერაქტს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.