„ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომა გადაიდო
09-01-2017, 01:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომა დღეს აღარ გაიმართება. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები და მათი მხრიდან ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, ფრაქციის თავმჯდომარის საკითხის განხილვა დღეს აღარ მოხდება.

 


“მე ვთხოვე კონსულტაციებისთვის ფრაქციის წევრებს სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს”, - აცხადებს გიგი უგულავა.

 

 

პარტიაში გუშინ საუბრობდნენ, რომ ფრაქციის სხდომა პარლამენტში დღეს გაიმართებოდა. სხდომაზე პარტიის წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი