„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, „გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია - „ნაციონალური მოძრაობა”, გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია".
მისი თქმით, პარტიის დაშლის პროცესი ყრილობის ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულის შექმნით დაიწყო, რომელსაც პარტიის ერთი ფრთა ემორჩილება. რატიანი აცხადებს, რომ გარდა ამ ჯგუფისა, არსებობს ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც პარტრიის მეორე მხარე ემორჩილება.
პარტიის ფრაქციის სხდომა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელა, პარლამენტში დღეს უნდა გამართულიყო.
გიგი უგულავას განცხადებით, ფრაქციის სხდომა მისი თხოვნით გადაიდო. სერგო რატიანის თქმით, გიგი უგულავა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა, რა დროსაც გადაწყდა, რომ ფრაქციის სხდომა გადადებულიყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ნიკა მელიას, აკაკი ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის პარლამენტში, პარტიის სამუშაო ოთახში, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. აკაკი ბობოხიძემ კი მელიას მიმართა, რომ ”მისი წვალებით შექმნილ პარტიას” შლიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.