ნიკა მელია: სასამართლოდან განხორციელდა ზარი, რომელიც იუწყება, რომ სასამართლო პროცესი, სადაც მოსარჩელე არის ბიძინა ივანიშვილი, ის სხდომაც გადაიდო... ძალიან ბევრი უცნაური დამთხვევებია
09-01-2017, 02:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომისა და "ქართუ ბანკის" საქმეზე მის სასამართლო პროცესის ერთდროულად გადადებას "უცნაურ დამთხვევას" უწოდებს.

 

 

"დღეს, სამწუხაროდ, უცნაურად როგორც მინიმუმ დაემთხვა სასამართლო პროცესი ჩემი გუშინ ჩანიშნული ივანიშვილის „ქართუ ბანკის" საქმეზე, სადაც უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი და დილის 04:00 საათზე გადაიდო სხდომა ფრაქციის, ეს სხდომა და გზაში, ვიდრე ახლა მე მოვდიოდი, სასამართლოდან განხორციელდა ზარი, რომელიც იუწყება, რომ სასამართლო პროცესი, სადაც მოსარჩელე არის ბიძინა ივანიშვილი, ის სხდომაც გადაიდო. მე არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ ძალიან ბევრი უცნაური დამთხვევებია. ამიტომ მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რის საფუძველზეც გადაიდო ეს სხდომა", - განაცხდა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ თბილისის ყოფილი მერი, საპატიმროდან ახლახანს გამოსული გიგი უგულავა, „ბოკერიას ჯგუფის წევრია" და ის რეალურად პარტიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის "შემრიგებელი" არ არის.

 

 

"ბუნებრვია, გიგი უგულავასთან მქონდა საუბარი, მათ შორის არაერთხელ. ახლაც სატელეფონო, მანამდეც. გიგი უგულავა არ არის არანაირი შემრიგებელი ადამიანი, ის არის მხარე გიგა ბოკერიას, გიგა ბოკერიას გუნდის წევრი", - განაცხდა ნიკა მელიამ.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომა, რომელზეც ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.

 

 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები და მათი მხრიდან ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, ფრაქციის თავმჯდომარის საკითხის განხილვა დღეს აღარ მოხდება.

 

 

“მე ვთხოვე კონსულტაციებისთვის ფრაქციის წევრებს სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს”, - აცხადებს გიგი უგულავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი