საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის პრეზიდენტს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა
09-01-2017, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ისრაელის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ასეთ დაუცველ გარემოში, როდესაც მთელი მსოფლიო მრავალი გლობალური საფრთხის წინაშეა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 


"გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების დამკვიდრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისათვის.

 


მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე, საქართველოს სუვერენიტეტზე, გლობალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაზე და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 


შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა.

 


აღინიშნა, რომ წელს საქართველო - ისრაელის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი უსრულდება, მაშინ როდესაც ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობა ორი ათას ექვსას წელს ითვლის, მას შემდეგ ჩვენი ხალხები საერთო მემკვიდრეობასა და ერთმანეთის უდიდეს ურთიერთპატივისცემას იზიარებენ.

 


შეხვედრისას ისაუბრეს აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

 


აღინიშნა, რომ საჭიროა საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისაკენ.

 


ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ლიბერალურ, სტაბილურ, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალ ბიზნესგარემოსთან ერთად საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უკვე ხდის მას მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად.

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობებსაც, რომელსაც საქართველო სთავაზობს პარტნიორებს, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობითა და ინტეგრაციით.

 


დღესდღეობით მოქმედებს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმი (GSP) აშშ-სთან, კანადასთან, იაპონიასთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან, ისტორიული მნიშვნელობის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთთან.

 


ამ ყველაფრის გათვალისწილებით, საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელის კომპანიებს საქართველოში განახორციელონ ინვესტირება სხვადასხვა მზარდ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მრეწველობა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი