ისრაელის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრს: იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, განვიხილავდით შესაძლებლობას, გადაგვედო საქართველოში ვიზიტი, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ
09-01-2017, 04:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს, - მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს დღევანდელ შეხვედრაზე მიუსამძიმრა.

 

 

„ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. თქვენი მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ნება მომეცით, გამოგიცხადოთ სამძიმარი, ისრაელში ახლახან მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი - დაშავდა. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი და საქართველო, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თქვენს გვერდით დგას. ჩვენ შოკირებული ვართ ამ შემაძრწუნებელი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტით. ტერორისტების მიზანია, შეცვალონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ამ პროცესში ერთად უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 

 

ისრაელის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩვენ, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, განვიხილავდით შესაძლებლობას, გადაგვედო საქართველოში ვიზიტი, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ. ასე, რომ, ბატონო პრემიერ მინისტრო, დღეს თქვენთან ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია“, - განაცხადა რუვენ რივლინმა.

 


ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი