„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესს თავიანთ „უტვინობას“ და სააკაშვილის „ყველაზე დიდ წვლილს“ მიაწერს პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე, რომელიც ამბობს, რომ პარტიის დაშლით ბიძინა ივანიშვილის ოცნების ახდენა დაიწყო.
„რომ ვიყო ისეთივე ბინძური, როგორიც არის მეორე მხარეს, შემეძლო ასეთივე წარმატებით მეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნიკანორის [მელია] სასამართლოზე დაბარება სპეციალურად დაამთხვია ჩვენი ფრაქციის სხდომას იმისთვის, რომ ჩვენ გადაგვედო და არ დაგვეყენებია ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი. როგორც კი ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მისი სასამართლოზე დაბარებაც გათავისუფლდა. ნიკანორის ლოგიკით და არა ჩემი ლოგიკით, მაშინ გამოდის, რომ ბიძინა და ნიკანორი ერთად მოქმედებენ, თუმცა მე რა თქმა უნდა ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ დღეს ჩვენი უტვინობით და ჩვენი ურთიერთშეუთანხმებლობით და ამ შეუთანხმებლობაში სამწუხაროდ ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს, ეს ხდება ბიძინა ივანიშვილის ოცნება და პარტია მიდის დაშლისკენ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.