მიხეილ ჯანელიძე თურქეთში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ბინალი ილდირიმსა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება
09-01-2017, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 იანვარს ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ შეკრებაში, სადაც სიტყვით მიმართავს თურქ დიპლომატებს.



მიხეილ ჯანელიძე, ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერ მინისტრთან ბინალი ილდირიმთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრებს გამართავს. 

 


საგარეო უწყების ინფორაციით, თურქეთში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დროს, განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობა, საუბარი ასევე ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი